четверг, 24 июля 2014 г.

ტრენინგის შეჯამება

ტრენინგი ინტელის სასწავლო კურსი  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო .ვისწავლე ის ყველაფერი, რაც დამეხმარება იმაში, რომ ჩემი შემდგომი მუშაობა, ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო იყოს. ამ ტრენინგის შემდეგ შევძლებ შევქმნა და ვაწარმოო ჩემი პორტფოლიო, რომელშიც ნათლად გამოჩნდება ყველაფერი, რასაც ვაკეთებ.  ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნას გამოვიყენებ  სკოლაში,  გადავცემ  მოსწავლეებს და  გავუზიარებ  ჩემს   თანამშრომლებს..
     ინტელის სასწავლო კურსის შესწავლა მომცემს იმის საშუალებას, რომ უფრო სრულყოფილი და მრავალფეროვანი იყოს ყველა ის პროექტი,რომელსაც განვახორციელებ მომავალში. 
     პროექტებით სწავლება ეხმარება არა მარტო მასწავლებლებს, არამედ მოსწავლეებსაც. მათ უვითარებს  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს ,უზრდის მოტივაციას, მეგობრებთან ერთად პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევებს და დამოუკიდებელ, ანალიტიკურ აზროვნებას.
     მინდა , დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს დაუღალავ , თბილ, საყვარელ, ძალიან ნიჭიერ  და ენერგიულ ტრენერს ქ-ნ ქეთი ცერაძეს. რომ არა ის, დარწმუნებული ვარ ამხელა მოტივაცია არ მექნებოდა. მისი შრომისმოყვარეობა და ხალისი გადამდებია .




Комментариев нет:

Отправить комментарий